ოქროს ფასი გაიზარდა უსაფრთხო აქტივებზე მაღალი მოთხოვნისა და საშობაო არდადეგების შემდეგ ვაჭრობის დაბალ მოცულობის მოლოდინის გამო.
უნცია ოქროს ფასი პარასკევის ვაჭრობაზე $2630-თან ახლოს იყო. ამერიკულმა ოქროს ფიუჩერსებმა კი $2650 შეადგინა.
ოქროს ფასებზე ასევე მოქმედებს რუსეთის თავდასხმები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ინვესტორები ელოდებიან ცნობებს ტრამპის ახალი ადმინისტრაციის ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ, ასევე აფასებენ აშშ-ის ფედერალური რეზერვის 2025 წლის საპროცენტო განაკვეთის პერსპექტივებს.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ცენტრალური ბანკები გააგრძელებენ ოქროს შესყიდვას და ინფლაციის მატებასთან ერთად, საცალო ინვესტორებისგან ოქროზე მოთხოვნა გაიზრდება. ისინი არ გამორიცხავენ, რომ უნცია ოქროს ღირებულებამ მომავალ წელს $3000-ს გადააჭარბოს.
წელს ძვირფასი ლითონი 28%-ით გაძვირდა და 31 ოქტომბერს პიკს $2790,15-ს მიაღწია. 8-14 ნოემბრის პერიოდში კი 4%-ზე მეტით გაიაფდა.