უდიდესი შვეიცარიული საფინანსო ინსტიტუტის UBS-ის ანალიტიკოსები ოქროსა და ვერცხლის ფასების შემდგომ ზრდას ვარაუდობენ.
მისი პროგნოზით, 2024 წლის ბოლოსთვის ოქროს ფასი უნციაზე $2200-ს მიაღწევს.
ასეთი მოლოდინის საფუძველს მათ აშშ-ის ფედერალური რეზერვის(Fed) მიერ საპროცენტო განაკვეთის შესაძლო შემცირება აძლევს, რაც ძვირფასი ლითონების გაძვირებას გამოიწვევს.
საპროცენტო განაკვეთების კლებასთან ერთად, ოქროს საინვესტიციო მიმზიდველობა იზრდება. როგორც წესი, დაბალი განაკვეთები ასუსტებს დოლარს, ოქრო იაფდება საერთაშორისო მყიდველებისთვის, რაც მასზე მოთხოვნის გაზრდას იწვევს.
UBS ელოდება, რომ Fed მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას დაიწყებს.
ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური ვითარების გაუარესებამ ოქროზე მოთხოვნა გაიზარდა. იანვარში მისმა ფასებმა უნციაზე რეკორდულ $2100-ს მიაღწია.
რაც შეეხება ვერცხლს, UBS -ის პროგნოზით, განაკვეთების შემცირების გავლენით, ვერცხლზე მოთხოვნა 2024 წელს 1%-ით გაიზრდება და ფასის ზრდის ტემპით შესაძლოა, ოქროსაც გადაუსწროს.
პარასკევის ვაჭრობის დროს უნცია ოქროს ფასმა $2021,6-ს მიაღწია. ვერცხლი 0,5%-ით გაძვირდა და $22,67 შეადგინა.