ოქროს ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. აშშ-ში განაკვეთის შემცირების მოლოდინი და აშშ-ის არჩევნებთან დაკავშირებული გაურკვევლობა ძვირფას ლითონზე მოთხოვნას აძლიერებს.
უნცია ოქრო $2700 -ს გადასცდა.
აშშ-ს არჩევნებამდე სამ კვირაზე ნაკლები დარჩა, დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისს შორის დაძაბული რბოლის გათვალისწინებით, ბაზარი სიფრთხილეს იჩენს. ამ სიტუაციაში უსაფრთხო აქტივებზე მოთხოვნა იზრდება. ოქრო წელს 30%-ზე მეტად არის გაძვირებული.
ბაზარი ელოდება, რომ Fed სექტემბერში კიდევ უფრო შეამცირებს განაკვეთებს. დაბალი საპროცენტო განაკვეთები და გეოპოლიტიკური დაძაბულობა ხელს უწყობს ძვირფასი ლითონის ფასის ზრდას, რომელიც უსაფრთხო აქტივად ითვლება. შესაბამისად, მომავალში მას კიდევ უფრო გაძვირებას უწინასწარმეტყველებენ.
ვერცხლი 0,6%-ით გაძვირდა და უნციაზე $31,85-ს მიაღწია. პლატინის ფასმა 1.2%-ით მოიმატა და $1004.75 გახდა. პალადიუმის ფასი კი 1.1%-ით $1034.25-მდე გაიზარდა.