ოქროს ფასი დაეცა აშშ-ში დეკემბრის ინფლაციის შესახებ მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ.
ნიუ-იორკის Comex-ის ბირჟაზე ოქროს თებერვლის ფიუჩერსების ფასი უნციაზე 0,4%-ით, $2019,5-მდე დაეცა.
სამომხმარებლო ფასები (CPI ინდექსი) შეერთებულ შტატებში დეკემბერში წლიურად 3,4%-ით გაიზარდა.
ინფლაციის ზრდის პირობებში მცირდება ფედერალური რეზერვის მიერ რეფინანსირების განაკვეთის დაწევის ალბათობა.
ცნობისთვის, ფედერალურმა რეზერვმა განაკვეთებს მარტში უნდა გადახედოს.