საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 13% შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 9.7%-ია.
ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ვაჭრობა.
ასევე ეკონომიკურ ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა დღგ-ის გადამხდელი კომპანიების, ანუ კერძო სექტორის ბრუნვამ, რამაც ივლისში 14.8 მილიარდი ლარი შეადგინა. აღნიშნული მოცულობა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს 19.8%-ით აღემატება.
ასევე ივლისში გაიზარდა საგარეო სავაჭრო ბრუნვა, კომერციული ბანკების გამოშვება და ახლადრეგისტრირებული საწარმოების რაოდენობა.
კლების ტენდენცია იყო ენერგეტიკის სექტორში, სადაც ექსპორტის კლება ფიქსირდება.