უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და მისი ოჯახი ინდოეთში რამდენიმე კვირიან შვებულებაში ისე გაემგზავრა, რომ ამის შესახებ ოფიციალურად არაფერი უთქვამთ. მისი ვიზიტის შესახებ ინდური მედიიდან გახდა ცნობილი. ორბანკის ინდოეთში სტუმრობის ფოტოები უნგრეთის პარლამენტის დეპუტატმა აკოს ხადხაზიმ საკუთარ ფბ-გვერდზე გამოქვეყნა.
ორბანს ინდოეთში, კერალას შტატში ახლავს მისი მეუღლე, ორი ქალიშვილი და კიდევ ხუთი პირი.
მედიაში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ფოტოზე ორბანი ტუკ-ტუკით სეირნობს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ოჯახთან ერთად ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „Fragnant Nature“-ში დაბინავდა. ოთახის ღირებულება ამ სასტუმროში ერთ ღამეში 240 ევროზე მეტი ღირს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ინდოეთში 16 იანვრამდე დარჩება, ანუ თითქმის სამი კვირა.
ასევე არავისთვის უთქვამს ისე წავიდა შვებულებაში სლოვაკეთის პრემიერ მინისტრი რობერტ ფიცო, მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო, საბოლოოდ მას ვიეტნამის მდიდრულ სასტუმროში მიაგნეს.