20:00 საათისთვის საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურა. ტელეკომპანიები აქვეყნებენ ეგზიტპოლის პირველად შედეგებს. ოპოზიციური მედიის ეგზიოტპოლების თანახმად, არჩევნებს ოპოზიცია იგებს. მათ საერთო ჯამში ხმათა უმრავლესობა აქვთ. სამთავრობო ტელევიზია “იმედის” ეგზიტპოლით კი, მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში კიდევ ოთხი წლის ვადით რჩება.
ტვ “ფორმულის“ დაკვეთით კვლევა „ედისონ რისერჩმა“ ჩაატარა, რომლის თანახმად:
- ქართული ოცნება – 40,9%
- ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა – 16,7%
- კოალიცია ცვლილებისთვის – 16,7%
- ძლიერი საქართველო – 10.3%
- გახარია საქართველოსთვის – 8.2%
- გირჩი – 2.3%
- პატრიოტთა ალიანსი – 2%
- ლეიბორისტული პარტია – 2%
„მთავარი არხის“ დაკვეთით კვლევა HarrisX-მა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც:
-
- ქართული ოცნება – 42%
- ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა – 13%
- კოალიცია ცვლილებისთვის – 15%
- ძლიერი საქართველო – 9%
- გახარია საქართველოსთვის – 8%
სამთავრობო არხის “იმედის” ეგზიტპოლის თანახმად, რომელიც “გორბმა” ჩაატარა:
- ქართული ოცნება – 56,1%
- ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა – 11,6
- კოალიცია ცვლილებისთვის – 12,6%
- ძლიერი საქართველო – 7
- გახარია საქართველოსთვის – 4,8
- გირჩი – 3
- პატრიოტთა ალიანსი – 2,2
- სხვა – 2,7
ცდომილების ზღვარი – 2,5%-ია.