აშშ-ის საფონდო დილერების პროგნოზით, 99%-ზე მეტია ალბათობა იმისა, რომ რეფინანსირების განაკვეთი Fed-ის მომდევნო შეხვედრაზე 25 საბაზისო პუნქტით – 5,25-დან 5,5%-მდე გაიზრდება. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება 2001 წლის შემდეგ.
მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრების ალბათობას ზრდის ის გარემოება, რომ აშშ-ში ინფლაცია ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად აღემატება ინფლაციის მიზნობრივ 2%-იან მაჩვენებელს.
აშშ-ის ფედერალური რეზერვი ოთხშაბათს უნდა შეიკრიბოს. თუ ის განაკვეთის გაზრდის გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს იქნება ზედიზედ მე-11 ზრდა ბოლო ერთ წელიწადში.
Fed-ის თავმჯდომარის ჯერომ პაუელის შეფასებით, აშშ-ის ეკონომიკის რეცესია ჯერ კიდევ არ არის გამორიცხული, ხოლო ინფლაციის სამიზნე 2%-იან დონემდე შემცირება, შესაძლოა, 2025 წლამდე ვერ მოხერხდეს.
Bank of America-ს მთავარი ეკონომისტის – მაიკლ გაპენმის შეფასებით, Fed-ის კომიტეტის წევრების უმეტესობას მიაჩნია, რომ საჭიროა მიწოდებისა და მოთხოვნის შემდგომი დაბალანსება, რათა დეფლაცია გაგრძელდეს.