აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ოთარ ფარცხალაძემ საკუთრებაში არსებული ქონება – საცხოვრებელი ბინები, მიწის ნაკვეთები, კომერციული ფართები და კომპანია შვილს – ანდრია ანზორ ფარცხალაძეს გადაუფორმა.
ქონების ჩუქების 12 განაცხადი საჯარო რეესტრში გუშინ, 20 სექტემბერს შევიდა და დღის ბოლომდე დაკმაყოფილდა.
ოთარ ფარცხალაძემ შვილს აჩუქა:
-
ბინა საბურთალოზე – 78 კვადრატი
-
ბინა საბურთალოზე – 91 კვადრატი
-
ბინა საბურთალოზე – 38 კვადრატი
-
სასტუმრო კომპლექსში ნომერი ბაკურიანში – 25 კვადრატი
-
სასტუმრო კომპლექსში ნომერი ბაკურიანში – 26 კვადრატი
-
სასოფლო სამეურნეო მიწა ტაბახმელაში (წავკისი) – 1001 კვადრატი
-
4 კომერციული ფართი ვაკეში – 800 კვ. მეტრამდე საერთო ფართით.
ოთარ ფარცხალაძემ ანდრია ანზორ ფარცხალაძეს აჩუქა შპს ჯიპიეს კონსალტინგის 100%-იანი წილიც.
შპს ჯიპიეს კონსალტინგის ჩუქების დოკუმენტი:
ქონების გადაფორმება მანამდე მოესწრო, სანამ იუსტიციის სამინისტრო ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილებას მიიღებდა. იუსტიციის სამინისტრომ საჯარო რეესტრში პროცედურების დასრულების შემდეგ გამოაცხადა, რომ მიზანშეწონილადაა მიჩნეული ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა და დოკუმენტი ხელმოსაწერად საქართველოს პრეზიდენტს გადაუგზავნა.
აშშ-მა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, სანქციები დაუწესა. 14 სექტემბერს სახდეპის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია, რომ რუსული FSB ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეოდ გავლენისთვის იყენებდა. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძე საკონსულტაციო კომპანიებში, შპს MOSCOW BUSINESS BROKERAGE-სა და შპს INTERNATIONAL BUSINESS CORPORATION-ში, 50%-იან წილს ფლობს ალექსანდრ ონიშჩენკოსთან ერთად, რომელიც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერია.