ნორვეგიულმა ენერგეტიკულმა კომპანია Equinor-მა მსოფლიოში ქარის უდიდესი მცურავი ელექტროსადგური Hywind Tampen ჩართო.
ქარის ელექტროსადგურმა ელექტროენერგია მიმდებარედ განთავსებულ ნავთობისა და გაზის პლატფორმებს უნდა მიაწოდოს.
Hywind Tampen-ს 11 ქარის ტურბინა აქვს, რომლებიც ზღვის ფსკერზე მიმაგრებულ მცურავ ბაზაზეა დამონტაჟებული.
ელექტროსადგურს 88 მეგავატი ელექტროენერგიის გამომუშავება შეუძლია, რაც ელექტროენერგიაზე 5 პლატფორმის წლიური მოთხოვნის დაახლოებით 35%-ს დაფარავს.
პლატფორმები მოწყობილია ნავთობისა და გაზის საბადოებზე ჩრდილოეთ ზღვაში, ნორვეგიის დასავლეთ სანაპიროდან დაახლოებით 140 კილომეტრში.