სავალუტო რეზერვებმა, ოქტომბრის $627 მილიონიანი კლების შემდეგ, ნოემბერში თითქმის $40 მლნ-იანი ზრდა აჩვენა. წლიური ტრენდი კვლავ უარყოფითია, თუმცა კოეფიციენტი გაუმჯობესებული. რაც შეეხება რეზერვების ცვლილებას წლიურ ჭრილში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სავალუტო რეზერვები $999 მილიონით არის შემცირებული.
წინა თვეში რეზერვებმა წლიური 20%-იანი კლება აჩვენა. 1.12.2024-ის მდგომარეობით კი წლიური კლება 19.5%-ია.
სებ-მა სექტემბერ-ოქტომბრის ხარჯვის შემდეგ, რეზერვების შევსების დაწყებაზე, ჯერ 25 ნოემბერს განაცხადა.
შემდეგ კი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ პარლამენტში გამოსვლისას, სადაც მომდევნო 3 წლის მონეტარული და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების წარადგინა, განაცხადა, რომ ნოემბერში რეზერვები $124 მლნ-ით შეავსეს.
მიმდინარე წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, ქვეყნის სარეზერვო აქტივები $4.124 მილიარდია. მათ შორის $608 მლნ-ის ოქროა (01.11. 2024 – $627.4 მლნ). ბოლო ერთ თვეში ოქროს ღირებულების კლება სავარაუდოდ მისი გადაფასების ამბავია. საინვესტიციო ოქრო ხელუხლებელია, თუმცა გაყიდვა არ არის შეზღუდული.
სავალუტო რეზერვების და ოქროს რეზერვის დინამიკა: