Galt&Taggart-ის მიმოხილვის თანახმად, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე მეორადი ბინების გაყიდვები მცირდება.
2024 წლის ნოემბერში თბილისის უძრავი ქონების მეორად ბაზარზე (ჯამურად, მეორადი ბაზრის ახალ და ძველ პროექტებში) 1,669 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 4.5%- იანი, ხოლო თვიურად 9.9%-იანი კლებაა.
ჯამურად 2024 წლის 11 თვეში თბილისში მეორად ბაზარზე სულ 18,405 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 4.9%- იანი კლებაა.
გაყიდვების შემცირების მიუხედავად, ნოემბერს თვეში ამ კატეგორიის ბინებზე ფასმა პირიქით, მოიმატა. მეორადი ბაზრის ახალი პროექტების ფასი 7.9%-ით გაიზარდა, ხოლო მეორადი ბაზრის ძველი პროექტების ფასი 1.6%-ით არის მომატებული.
უძრავი ქონების საშუალო შეწონილი ფასები, აშშ დოლარი/მ2:
ამასთან, Galt&Taggart-ის მონაცემებით, დედაქალაქის ზოგიერთ რაიონში ფასების ვარიაცია მაღალია, მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო პროექტები ერთმანეთთან ახლოსაა. ამის მიზეზი არის პროექტის განსხვავებული კეთილმოწყობა, ბინის ჩაბარების კონდიცია და დეველოპერის რეპუტაცია.