TBC Capital-ის მიმოხილვის თანახმად, 2024 წლის ნოემბერში, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობამ 3,560 შეადგინა.
ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, გაყიდვების 3%-იანი კლება დაფიქსირდა. ხოლო
წლიურ ჭრილში ზრდა 10% იყო.
გაყიდული ბინების რ-ბა, ძველი$ახალი საშუალო შეწონილი ფასი, ძველი&ახალი($/კვ.მ)
ნოემბერში კვ. მეტრი ფართის გასაყიდი ფასი $1,247-ს შეადგენდა, რაც წლიურად 4%-იან ზრდასა და თვიურად მცირე 0.4%-იან კლებას აფიქსირებს.
ახალი&ძველი ბინები
ახალი ბინების გაყიდვებმა ნოემბერში პიკს მიაღწია, ხოლო ძველი ბინების -შემცირდა.
2024 წლის ნოემბერში 846 ახალი ბინა გაიყიდა, რაც წლიურ ჭრილში მნიშვნელოვანი, 40%-იანი, გაუმჯობესება იყო, ხოლო 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით მაჩვენებელი 10%-ით გაიზარდა.
ძველი ბინების შემთხვევაში 2,714 ტრანზაქცია შესრულდა, რაც წლიურად 3%- იან ზრდასა და თვიურად 6%-იან კლებაში აისახა. შედეგად, ახალი ბინების წილმა ჯამურ გაყიდვებში მიმდინარე წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს, 24%-ს მიაღწია.
ნოემბერში საშუალო გასაყიდი ფასი ახალი ბინებისთვის წლიურად 9%-ით გაიზარდა,
ხოლო გასულ თვესთან შედარებით 3%-ით შემცირდა.
რაც შეეხება ძველი ბინების ფასებს, დაფიქსირდა 5%-იანი წლიური ზრდა.
ბაზრის მოცულობამ $290 მილიონი შეადგინა და წლიურად 15%-იანი ზრდა აჩვენა.
2024 წლის ნოემბერში, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ამონაგები 9.7%-ს გაუტოლდა (-1.3პპ, წ/წ).