2024 წლის ნოემბერში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 6.8%-ით, 936 გიგავატ-საათამდე შემცირდა.
შემცირდა როგორც თბოსადგურების, ასევე ჰესების მიერ ელექტროენერგიის გამომუშავება.
თბოგენერაცია წლიურად 13%-ით შემცირდა, ხოლო ჰიდროელექტროსადგურების და ქარის სადგურების შესაბამისად, 3,2%-თ და 6,2%-ით შემცირდა.
ელექტროენერგიის ყოველთვიური გამომუშავება გვტ.საათი:
ამავე პერიოდში, ელექტროენერგიის მოხმარება 12%-ით, 1,157 გიგავატ-საათამდე გაიზარდა.
აქედან, საცალო სექტორის მოხმარება წლიურად გაზრდილია 15,5%-ით, პირდაპირი მოხმარება 8,4%-ით. ხოლო აფხაზეთის მოხმარებამ წლიურად 5,8%-ით მოიმატა.
ელექტროენერგიის ყოველთვიური მოხმარება გვტ.საათი:
2024 წლის ნოემბერში საქართველოში იმპორტირებულია 262 გიგავატ-საათი ელექტროენერგია.
საბალანსო ელექტროენერგიის ბაზარზე ერთი კილოვატ-საათი ელექტროენერგიის ღირებულება წლიურად 1.1%-ით, 5.58 აშშ ცენტამდე გაიზარდა.