ევროზონაში 2023 წლის ნოემბერში სამომხმარებლო ფასები წლიურად 2,4%-ით გაიზარდა. წინა თვესთან შედარებით კი ფასები 0,6%-ით შემცირდა.
Eurostat-ის საბოლოო ანგარიშის მიხედვით, ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2021 წლის ივლისის შემდეგ.
2023 წლის ოქტომბერში ევროზონაში ინფლაცია 2,9% იყო.
მნიშვნელოვანი კლების მიუხედავად, სამომხმარებლო ფასების ზრდა კვლავაც რჩება ევროპის ცენტრალური ბანკის მიზნობრივ 2%-ზე მაღალი.
ნოემბერში ელექტროენერგიის ფასი 11,5%-ით დაეცა (ოქტომბერში -11,2%). საკვები პროდუქტები, ალკოჰოლი და თამბაქოს ნაწარმი გაძვირდა 6,9%-ით (+7,4% ერთი თვით ადრე), მომსახურების ღირებულება გაიზარდა 4%-ით (+4,6% ოქტომბერში).