2024 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 0.3%, ხოლო წლიურმა ინფლაციამ 1.5% შეადგინა.
საქსტატის მონაცენების მიხედვით, აპრილში, გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, პროდუქტებს შორის ყველაზე მეტად ნიორი გაძვირდა. ასევე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ვაშლის და ატმის ფასი.
10 ყველაზე გაძვირებული პროდუქტის ჩამონათვალი ასეთია:
- ნიორი – 110,5 %
- ვაშლი – 69%
- ატამი – 68%
- ქლიავი – 59%
- ყურძენი – 40%
- მსხალი – 34%
- ბენზინი – 30%
- კივი 27%
- მწვანილი – 26%
- ჭარხალი 19%