თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, 2024 წლის მაისისთვის საქართველოს სწრაფი მოხმარების პროდუქტების ბაზრის(FMCG) ლიდერობას სუპერმარკეტების ქსელი „ნიკორა” ინარჩუნებდა.
ბაზარზე მძაფრი კონკურენციის პირობებში, მისი წილი, 2023 წლის დეკემბრის შემდეგ, 19%-დან შემცირდა 18,9%-მდე. „ნიკორას” წამოეწია „ორი ნაბიჯი”, რომლის წილი 17,6%-დან გაიზარდა 18,8%-მდე. როგორც კვლევა აჩვენებს, „ორ ნაბიჯს” აღნიშნულ პერიოდში ყველაზე დიდი ზრდა ჰქონდა.
მესამე ადგილს იკავებს „კარფური”, რომლის წილი ორგანიზებულ FMCG ბაზარზე მიმდინარე წლის 5 თვეში13,6%-მდე შემცირდა.
მეოთხე პოზიციაზეა „სპარი” -12%-ით; „მაგნიტის” წილი 9,7%-მდე გაიზარდა და ის მეხუთე ადგილს იკავებს;
„დეილი” – 4,8%-ს ფლობს;
„აგროჰაბის” წილი 4,1%-დან გაიზარდა 4,4%-მდე;
ხოლო „გუდვილის” წილი 4,2%-დან შემცირდა 4%-მდე.
რაც შეეხება რეგიონებს, აქ რეგიონული ექსპანსია და შესაბამისი სტრატეგიული კონცენტრაცია კომპანიების მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდება.
აღმოსავლეთ საქართველოში ბაზარზე ლიდერობენ „მაგნიტი”, „ორი ნაბქიჯი” და „ნიკორა”.
სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი” ბაზრის ლიდერია დასავლეთ საქართველოშიც – 18%-იანი წილით. ასევე 18%-იან წილს ფლობს „დეილი”.