ნავთობის ფასი დღეს ისევ გაიზარდა, რადგან ჩინეთის ეკონომიკამ მოსალოდნელზე სწრაფი ზრდა აჩვენა, ხოლო ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა შენარჩუნებულია- ისრაელმა განაცხადა, რომ ირანის სარაკეტო თავდასხმას უპასუხებს.
Brent-ის ივნისის ფიუჩერსები ბარელზე $90,58-მდე გაიზარდა.
აშშ-ის ნედლი ნავთობის მაისის ფიუჩერსები კი $85,90 გახდა.
ჩინეთის, ნავთობის უდიდესი იმპორტიორის, მთლიანი შიდა პროდუქტი პირველ კვარტალში,წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5.3%-ით გაიზარდა. ამ მაჩვენებელმა ნავთობზე მოთხოვნის ზრდის მოლოდინი შექმნა.
ნავთობის ფასი წინა კვირას ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალი იყო, მაგრამ ორშაბათს, ირანის ისრაელზე თავდასხმების შემდეგ, დაეცა.
ირანი დღეში 3 მილიონ ბარელზე მეტ ნედლ ნავთობს აწარმოებს. ის ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების გაერთიანების(OPEC) მთავარი მწარმოებელია. შესაბამისად საწვავის ფასი მყისიერად რეაგირებს ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ზრდაზე.