ნავთობის ფასმა დოლარის გამყარების ფონზე კლება დაიწყო.
Brent-ის ნოემბრის ფიუჩერსები ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე 1,74-ით (1,92%) შემცირდა და ბარელზე $89,05 შეადგინა.
WTI-ის ფასი ბარელზე 78 ცენტით, ანუ 0,88%-ით დაეცა და $88,04 შეადგინა.
ნავთობს ამჯერად ამერიკული ვალუტის კურსის ზრდა აიაფებს. დოლარი ძირითად ვალუტასთან მიმართებაში მყარდება.
ამერიკულ ვალუტას ამყარებს კონგრესის მიერ დროებითი ბიუჯეტის მხარდაჭერა, რითაც აშშ-ის მთავრობამ დახურვის საფრთხე აიცილა თავიდან. დოლარის ფასზე ასევე მოქმედებს ფედერალური რეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთის მოსალოდნელი ზრდა წლის ბოლომდე.
ინვესტორები ელოდებიან OPEC+-ის კომიტეტის შეხვედრას, რომელიც ოთხშაბათს უნდა გაიმართოს. ამ შეხვედრაზე უნდა გაირკვეს, შეიტანს თუ არა ორგანიზაცია ცვლილებებს ნავთობის მოპოვების პოლიტიკაში. ანალიტიკოსების პროგნოზით, OPEC+ არ შეცვლის თავის პოლიტიკას, ანუ კვლავ მოპოვების შემცირებას დაუჭერს მხარს.