საქართველოში საწვავი ძვირდება და არც სამომავლო პროგნოზია დამაიმედებელი. საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობი, დეფიციტის მოლოდინით, ძვირდება და ბარელის ფასი უკვე $97-ს მიუახლოვდა.
ადგილობრივი ნავთობკომპანიები კი, რუსეთის მიერ ბენზინისა და დიზელის ექსპორტის შეჩერების შემდეგ, ევროპულ საწვავზე გადადიან, რომელიც რუსულზე ძვირი ღირს. იმპორტი იზრდება საბერძნეთიდან, რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, ასევე, აზერბაიჯანიდან. შესაბამისად, იმატებს მისი ღირებულება საქართველოს საცალო ქსელში.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში არ გამორიცხავენ, რომ საწვავზე ფასი მომავალშიც გაიზარდოს. თუმცა, ფასებთან დაკავსირებით ზუსტ პროგნოზს ვერ აკეთებენ.
კომპანიები ევროპულ ბაზარს მიუბრუნდნენ, რომელიც მათ ბოლო წლებში შედარებით იაფი რუსული იმპორტით ჩაანაცვლეს.
რუსეთიდან იმპორტი განსაკუთრებით 2022 წლიდან გაიზარდა. შესაბამისად, გაიზარდა რუსეთზე დამოკიდებულება, ევროპული საწვავის წილი კი შემცირდა.
მაგალითად, 2021 წელს რუსეთიდან საქართველოში $135 მლნ-ის ღირებულების ნავთობი შემოვიდა, ხოლო 2022 წელს იმპორტი $621 მლნ-მდე გაიზარდა.
2023 წლის 8 თვეში კი რუსეთის წილმა ნავთობპროდუქტების იმპორტში 61%-ს მიაღწია.
დღეისთვის საცალო ქსელში საწვავზე ასეთი ფასებია:
რომპეტროლი:
-
Efix სუპერი – 3,75 ლარი
-
Efix ევრო პრემიუმი – 3.20 ლარი
-
ევრო რეგულარი – 2,95 ლარი
-
Efix ევრო დიზელი – 3.24 ლარი
გალფი:
-
G-Force სუპერი – 3,79 ლარი;
-
პრემიუმი – 3,37 ლარი
-
ევრო რეგულარი – 3,17 ლარი
-
ევრო დიზელი – 3,35 ლარი
სოკარი:
-
ნანო სუპერი – 3,78 ლარი
-
ნანო პრემიუმი – 3,31 ლარი
-
ნანო ევრო რეგულარი – 3,11 ლარი
-
ევრო დიზელი – 3.24 ლარი
ვისოლი:
-
ეკო სუპერი – 3.78 ლარი
-
ეკო პრემიუმი – 3.32 ლარი
-
ევრო რეგულარი – 3.12 ლარი
-
ევრო დიზელი – 3.34 ლარი.