Brent-ის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი ლონდონის ბირჟაზე ბარელზე $80,3-მდე გაიზარდა.
ხოლო WTI ნავთობის აგვისტოს ფიუჩერსებმა ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე (NYMEX) 14 ცენტით (0,18%) მოიმატა და $75,89 შეადგინა.
ნავთობით მოვაჭრეები აკვირდებიან ინფლაციის მაჩვენებელს, რადგან ფასების ზრდაზე იქნება დამოკიდებული ფედერალური რეზერვის გადაწყვეტილება საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ივნისში აშშ-ში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი 3%-მდე შენელდა. ამ ინფორმაციამ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების დასრულების პერსპექტივა გააჩინა, რამაც დოლარის კურსი ძირითად მსოფლიო ვალუტასთან მიმართებაში შეამცირა, შედეგად ნავთობის ფასი გაიზარდა.
ნავთობის ბაზარზე მიწოდება შემცირებულია საუდის არაბეთიდან და რუსეთიდან.
ხოლო აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ანგარიში ქვეყანაში ნავთობის მარაგების მკვეთრ ზრდაზე მიუთითებს.