Goldman Sachs ნავთობის ფასთან დაკავშირებით პესიმისტურ პროგნოზს აკეთებს.
მსოფლიოს წამყვანი საინვესტიციო კომპანია ვარაუდობს, რომ მოთხოვნის ზრდისა და საუდის არაბეთის მიერ ბაზრისთვის საწვავის მიწოდების შემცირების ფონზე, 2023 წლის ბოლოსთვის ნედლი ნავთობის ფასი $100 გახდება.
ამასთანავე, Goldman Sachs ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს, რომ ბარელის ფასი $105-ს გადააჭარბებს.
Goldman Sachs-ის პროგნოზით, საუდის არაბეთი მიწოდებაზე შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნას მხოლოდ მომავალი წლის მეორე კვარტალში დაიწყებს.
მისი ვარაუდით, ნავთობის ფასი $80-ზე ქვემოთ აღარ ჩამოვა OPEC-ის მიწოდების შემცირებისა და შეერთებულ შტატებში მარაგების შემცირების გამო.
აშშ-ის ფედერალური რეზერვის (Fed) გადაწყვეტილების გავლენით, დღეს Brent-ის ფასი $92.56-მდე ჩამოვიდა.
ცნობისთვის, Fed-მა 20 სექტემბერს ძირითადი საპროცენტო განაკვეთი უცვლელი დატოვა და მომავალ წელს ნაკლებად შემცირება ივარაუდა.