ნავთობის ფასი იზრდება, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტებისა და რუსეთში ნავთობგადამამაუშავებელი ქარხნების დაბომბვით გამო.
Brent-ის ტიპის ნავთობის ფიუჩერსების ფასმა ბარელზე $86,7-ს მიაღწია.
WTI ნავთობის მაისის ფიუჩერსების ფასი გაიზარდა 1,64%-ით და ბარელზე $81,95 შეადგინა.
რუსეთსა და უკრაინაში ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმები, ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის პერსპექტივის შემცირებასთან ერთად, საფრთხეს უქმნის ნავთობის გლობალური მიწოდებას.
მხოლოდ ამ თვეში უკრაინის მხრიდან რუსეთში სულ მცირე შვიდი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაიბომბა.
ანალიტიკოსების შეფასებით, ამის გამო რუსეთის ნავთობის გადამამუშავებელი სიმძლავრის დაახლოებით 12% დაზარალდა.
პარალელურად, ინდოეთის გადამამუშავებელი ქარხნები, აშშ-ის სანქციების საფრთხის გამო, უარს ამბობენ PJSC Sovcomflot-ის ტანკერებით რუსული ნავთობის მიღებაზე, რაც ასევე ზრდის ფასებს გლობალურ ბაზარზე.
OPEC+ ქვეყნები, რომლებიც მომავალ შეხვედრას 3 აპრილს გამართავენ, წინასწარი პროგნოზით, ნავთობის მოპოვებაზე არსებულ შეზღუდვებს შეინარჩუნებენ.