იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ძალებზე თავდასხმის შემდეგ ნავთობის ფასი გაიზარდა.
დრონით განხორციელებულმა შეტევამ, რასაც სამი ამერიკელი სამხედროს დაღუპვა მოჰყვა, ომში აშშ-ის ჩართულობის რისკი და ნავთობის მიწოდების შეფერხების საფრთხე გაზარდა.
პარალელურად, წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმები გააძლიერა იემენელთა სამხედრო დაჯგუფებამ.
ხოლო რუსული ნავთობპროდუქტების ექსპორტი, სავარაუდოდ, შემცირდება, რადგან რამდენიმე გადამამუშავებელ ქარხანაში რემონტი მიმდინარეობს, უკრაინელების მიერ მათი დაბომბვის შემდეგ.
Brent-ის ნავთობის ფიუჩერსები ბარელზე 0,4%-ით, $83,84-მდე გაძვირდა. აშშ-ის West Texas Intermediate ნავთობის ფასი ასევე 0,4%-ით გაიზარდა და $78,35-ს მიაღწია.
ნავთობის გაძვირებას სტიმულს აძლევს აშშ-ის მშპ-ის გაზრდილი მაჩვენებელი და ჩინეთში მოთხოვნის ზრდის მოლოდინი.
1-ელ თებერვალს OPEC+-ის ქვეყნების მინისტრები ონლაინ იკრიბებიან. შეხვედრა დანიშნულ დროზე ადრე ტარდება, რათა ნავთობის შემდგომი მოპოვების პოლიტიკა განსაზღვროს.