დღეს, საბირჟო ვაჭრობაზე Brent-ის ტიპის ნავთობი 2%-ზე მეტად გაძვირდა, წინა დღეებში მკვეთრი ვარდნის შემდეგ. ნავთობის ფიუჩერსები $70.60-ს მიაღწია ხოლო აშშ-ის ნედლი ნავთობის ფასი 2.7%-ით გაიზარდა და $67.54 შეადგინა.
ფასის კლება აშშ-ს ნედლი მარაგების შემცირების და სპარსეთის ყურეში ქარიშხალი ფრანსინის გამო მოხდა, რამაც შეაფერხა წარმოება.
ბოლო კვირის მონაცემებით, აშშ-ს ნედლი ნავთობის მარაგი დაეცა 2,793 მილიონი ბარელით, ხოლო ბენზინის მარაგები შემცირდა 513,000 ბარელით.
ნავთობის ფასის პროგნოზი
მიუხედავად ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნისა, რომელიც სექტემბრის დასაწყისში დაფიქსირდა, აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტი წლის ბოლომდე ფასების ზრდას პროგნოზირებს. მის მოლოდინზე იმოქმედა OPEC+-ის გადაწყვეტილებამ, გადადოს წარმოების ზრდა, რასაც მსოფლიოს უდიდესი ნავთობმომპოვებლების კავშირი ოქტომბრისთვის გეგმავდა.
აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტმა Brent-ის ნავთობის 2024 წლის ფასის პროგნოზი ბარელზე $84,44-დან შეამცირა $82,8-მდე. 2025 წლის პროგნოზი შემცირდა $85,71-დან შემცირდა $84,09- მდე.
„ვვარაუდობთ, რომ ნავთობის გლობალური მარაგები მესამე კვარტალში შემცირდება 0,9 მილიონი ბარელით დღეში, ხოლო 2025 წლის დასაწყისისთვის 1 მილიონ ბარელზე მეტით დაიკლებს. შედეგად, ველით, რომ Brent-ის ფასი გაიზრდება $74/ბარელიდან. სექტემბრის დასაწყისში, დეკემბერში საშუალოდ $82/ბარელზე და 2025 წლის პირველ კვარტალში $83/ბარელზე“, – წერია აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის მოხსენებაში.
სამინისტრო იმედოვნებს, რომ მომავალი წლის განმავლობაში ბაზარი ნავთობის მარაგების ზომიერ ზრდას დაუბრუნდება. ვინაიდან მიწოდების პროგნოზები კვლავ აღემატება გლობალურ მოთხოვნას.
Fitch Ratings-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ნავთობზე გლობალური მოთხოვნის ზრდა 2024 და 2025 წლებში შენელდება 1 მილიონ ბარელამდე დღეში, ჩინეთში სუსტი მოხმარების და ასევე გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელების გამო. სააგენტოს პროგნოზით, გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკის მიუხედავად, 2024 წელს Brent-ის ფასი ბარელზე $80-თან ახლოს იქნება.