ნავთობის ფასი კიდევ $2-ით დაეცა. Brent-ის ნავთობის ფიუჩერსები $72,88-მდე ჩამოვიდა ბარელზე. ხოლო აშშ-ის West Texas Intermediate (WTI) ნავთობის ფასმა $68,15 შეადგინა, რაც $2,02-იანი კლებაა.
ნავთობის ფასის ცვლილებაა ბუნებრივია აშშ-ს ფედერალური რეზერვის (FED) სხდომის წინ, რომელიც 13-14 ივნისს უნდა გაიმართოს.
ინვესტორები ცდილობენ, წინასწარ განჭვრიტონ ფედერალური რეზერვის გადაწყვეტილება საპროცენტო განაკვეთების ზრდასთან დაკავშირებით. ასევე, ითვალისწინებენ ჩინეთის მიერ საწვავზე მოთხოვნის კლებისა და რუსული ნედლი ნავთობის მიწოდების ფაქტორსაც. ორივე მონაცემი მცირდება.
ბაზრის მონაწილეთა უმეტესობა მოელის, რომ ფედერეალური რეზერვი საპროცენტო განაკვეთებს უცვლელად დატოვებს.
Bank of America Global Research კვლავ ელოდება, რომ Brent-ის ნავთობის ფასი 2023 წელს საშუალოდ, დაახლოებით, $80 იქნება ბარელზე.
Goldman Sachs-მა შეამცირა ნავთობის ფასის პროგნოზი რუსეთიდან და ირანიდან მოსალოდნელზე მაღალი მიწოდების გათვალისწინებით და გაზარდა 2024 წლის მიწოდების პროგნოზი ამ ორი მწარმოებლისა და ვენესუელისთვის – საერთო ჯამში 800 ათასი ბარელით დღეში.
Goldman Sachs-ის პროგნოზით, დეკემბრისთვის Brent ბარელზე $86-ის, ხოლო WTI-თვის, $89-ის ფარგლებში იქნება.