ნავთობის ფასი დაეცა. ამჯერად მიზეზი ჩინეთის მიერ საკრედიტო განაკვეთების შემცირება გახდა. პროცენტი მოსალოდნელზე მეტად შემცირდა, რამაც ნავთობის მიმწოდებლების შეშფოთება გამოიწვია. ისინი მოთხოვნის შემცირების პერსპექტივას ხედავენ.
Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე $75,90-მდე ჩამოვიდა. WTI-ის ფასმა კი $70,76 შეადგინა.
ჩინეთმა ეკონომიკის ზრდის სტიმულირებისთვის დაწია ორი საორიენტაციო განაკვეთი – ერთწლიანი და ხუთწლიანი სესხების პროცენტი, თითოეული 10 საბაზისო პუნქტით.
განაკვეთის შემცირება ბოლო ეკონომიკურ მონაცემზე დაყრდნობით მოხდა, რომლებმაც აჩვენა, რომ ჩინეთის წარმოების ტემპი შენელდა.
როგორ შეიცვლება ნავთობის ფასი მომავალში, დიდწილად დამოკიდებული იქნება ჩინეთის ეკონომიკაზე.
რაც შეეხება სხვა ფაქტორებს, ევროპის ცენტრალური ბანკი არ გამორიცხავს, რომ განაკვეთები გაზარდოს უფრო მაღალი ინფლაციის რისკების ფონზე. ბაზრები ასევე ელოდებიან აშშ-ის ფედერალური რეზერვის თავმჯდომარის – ჯერომ პაუელის გამოსვლას მომავალი განაკვეთების შესახებ, რომელიც კვირის ბოლოს შედგება.
რაც შეეხება მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მიწოდებას, ირანის ექსპორტმა და ნავთობის მოპოვებამ 2023 წელს ახალ მაქსიმუმს მიაღწია აშშ-ის სანქციების მიუხედავად.
რუსეთი ასევე აპირებს გაზარდოს საზღვაო დიზელისა და ბენზინის ექსპორტი ამ თვეში, რაც გადაწონის OPEC-ისა და მისი მოკავშირეების მიერ მოპოვების შემცირებას.
JPMorgan-ის ანალიტიკოსებმა Brent-ის საშუალო ფასის პროგნოზი წელს ბარელზე $81-მდე შეამცირეს. ადრინდელი პროგნოზით ფასი $90 იყო.