ნავთობის ფასი დღეს დაეცა ჩინეთის ეკონომიკური არასტაბილურობის გამო.
ჩინეთის გაურკვეველმა პერსპექტივამ გადაწონა საუდის არაბეთისა და რუსეთის მიერ ნავთობის მოპოვების შემცირებით გამოწვეული გაძვირება.
როგორ შეიცვალა ფასები
Brent-ის ნავთობის ფიუჩერსები ბარელზე 24 ცენტით, $90,36-მდე დაეცა. აშშ-ის WTI (West Texas Intermediate) ნავთობის ფიუჩერსები 29 ცენტით, $87,25-მდე ჩამოვიდა, რომელიც ზედიზედ შვიდი სესიის განმავლობაში იზრდებოდა.
ჩინეთში ექსპორტი აგვისტოში, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 8,8%-ით დაეცა, ხოლო იმპორტი – 7,3%-ით, მაგრამ ნედლი ნავთობის იმპორტი 30,9%-ით გაიზარდა წლიურად, რაც ასევე აისახა ფასებზე.
აქვე აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ვაჭრობის მონაცემები ადრინდელზე უფრო ნელა კლებულობს. ხოლო ჩინეთის მთავრობამ შემოიღო ფინანსური და უძრავი ქონების ბაზრების წახალისების სისტემა.
ჩინელი ანალიტიკოსების შეფასებით, ქვეყანაში მოთხოვნის აღდგენა ჯერ ნაადრევია, თუმცა მოსალოდნელია, რომ ის უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ივლისში იყო.
თუმცა, ეკონომიკის პერსპექტიკა ბუნდოვანი რჩება, რადგან უცხოური კომპანიები სულ უფრო მეტად ეძებენ ალტერნატიულ მიმწოდებლებს, ჩინეთის ჩასანაცვლებლად, „რისკებისგან თავის დაღწევის“ მიზნით, რასაც დასავლეთის პოლიტიკა ქმნის.
ნავთობზე ფასების ზრდას ასევე ხელი შეუწყო ცნობებმა ირანსა და ვენესუელაში მოპოვების გაზრდის შესახებ, რამაც შეიძლება, ნაწილობრივ შეავსოს საუდის არაბეთისა და რუსეთის მიერ წარმოების შემცირება.