ბარელი Brent ლონდონის ბირჟაზე უკვე $90,92-ად იყიდება. ხოლო WTI-ის ნოემბრის ფიუჩერსების ფასმა ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე ბარელზე $87,68 შეადგინა.
გასული კვირის განმავლობაში Brent-ის ფასი 7,5%-ით გაიზარდა, WTI-ს კი – 5,9%-ით.
ნავთობის ფასების ზრდას ახლო აღმოსავლეთში მზარდი გეოპოლიტიკური რისკები იწვევს.
საომარი მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში, რომელიც ნავთობის მსოფლიო მომარაგების თითქმის მესამედს ქმნის, ფასების ზრდას იწვევს. ამას ემატება აშშ-ის სანქციები რუსეთის ნავთობის ექსპორტზე.
ექსპერტების შეფასებით, თუ ისრაელი ღაზაში სახმელეთო ოპერაციას დაიწყებს, ეს იმოქმედებს ნავთობის მიწოდებაზე და ბარელის ფასი $100-ს გადააჭარბებს.