მოკლევადიანი გაიაფების შემდეგ ნავთობმა ისევ გაძვირება დაიწყო.
Brent-ის იანვრის ფიუჩერსების ფასი ლონდონის ბირჟაზე $85,49 გახდა ბარელზე.
WTI ნავთობის დეკემბრის ფიუჩერსები ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე 1,08%-ით გაძვირდა და $81,31 შეადგინა.
ბაზრისთვის ნეგატიური ფაქტორი იყო შეერთებულ შტატებში ნავთობის მარაგების შესახებ გამოქვეყნებული მონაცემები. გასულ კვირას აშშ-ის კომერციული მარაგები 773,000 ბარელით გაიზარდა, რაც მოსალოდნელზე (1,8 მილიონი ბარელი) დაბალი ზრდა აღმოჩნდა.
ბენზინის მარაგები გაიზარდა 65 ათასი ბარელით, დისტილატები 792 ათასი ბარელით შემცირდა.
გარდა ამისა, ნავთობის გაძვირებისთვის სტიმული იყო აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად – 5,25-5,5%-მდე შენარჩუნება. ამას ისიც დაემატა, რომ ფედერალურმა რეზერვმა არ გამორიცხა დეკემბერში მისი გაზრდის შესაძლებლობა.