ნავთობის ფასი თითქმის 4%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა აშშ-ის ეკონომიკური მონაცემები, რომელმაც სამომხმარებლო ფასების მოულოდნელი ზრდა აჩვენა.
Brent-ის თებერვლის ფიუჩერსები 3,7%-ით დაეცა და ბარელზე $73,24 შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი ფასია ივნისის შემდეგ. აშშ-ის WTI-ის ფასი 3,8%-ით შემცირდა და $68,61 შეადგინა.
აშშ-ში ნოემბერის ინფლაცია 3,1%-მდე გაიზარდა, რაც ამყარებს მოსაზრებას, რომ ფედერალური რეზერვი საპროცენტო განაკვეთებს მომავალი წლის დასაწყისშიც არ შეამცირებს.
ამან შეიძლება შეანელოს ეკონომიკური ზრდა, რაც ნავთობზე მოთხოვნის კლებას გამოიწვევს.
ეკონომისტები ისედაც ვარაუდობენ, რომ ნავთობზე გლობალური მოთხოვნის ზრდა 2024 წელს დაიკლებს.
ინვესტორები ახლა ელიან ფედერალური რეზერვის გადაწყვეტილებას, რომელიც ოთხშაბათს გახდება ცნობილი. მოსალოდნელია, რომ ის რეფინანსირების განაკვეთს უცვლელად დატოვებს.
აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციამ (EIA) Brent-ის 2024 წლის ფასების პროგნოზი ბარელზე $10-ით შეამცირა. მისი ვარაუდით, Brent-ის ფასი საშუალოდ $83 იქნება.