ნავთობის ფასი სამი თვის მინიმუმზე ჩამოვიდა, რაც მსოფლიოს წამყვან მომხმარებლებში, შეერთებულ შტატებსა და ჩინეთში, მოთხოვნის შემცირებით იყო გამოწვეული.
Brent-ის ფასი $81,65 გახდა ბარელზე, ხოლო აშშ-ის ნედლი ნავთობის ფასი ბარელზე $77,24-მდე დაეცა, რაც 24 ივლისის შემდეგ ყველაზე დაბალი ნიშნულია.
ანალიტიკოსების შეფასებით, შემცირდა ახლო აღმოსავლეთიდან ნავთობის მიწოდების შეფერხების საფრთხე, რაც ბაზარსაც დაეტყო.
რა შეცვლის ნავთობის ფასს
რაც შეეხება ნავთობის სამომავლო ფასს, მასზე გავლენას მოახდენს აშშ-ის ნავთობის მარაგების მოცულობა და ჩინეთის მოთხოვნა.
აშშ-ის ენერგეტიკული ინსტიტუტის (EIA) ინფორმაციით, ნედლი ნავთობის მოპოვება შეერთებულ შტატებში მიმდინარე წელს გაიზრდება ოდნავ ნაკლებით, ვიდრე ადრე იყო მოსალოდნელი. ხოლო მოთხოვნა შემცირდება 300,000 ბარელით დღეში, რაც წინა პროგნოზთან შედარებით (100,000 ბარელით დღეში) გაზრდილია.
ჩინეთმა ნედლი ნავთობის იმპორტი ოქტომბერში გაზარდა, მაგრამ მისი საქონლისა და მომსახურების ექსპორტი მოსალოდნელზე უფრო სწრაფი ტემპით შემცირდა, რაც აძლიერებს ენერგორესურსებზე მოთხოვნილების შემცირების მოლოდინს.
ნავთობის ფასებზე იმოქმედებს აშშ დოლარის კურსის აწევა, რაც აძვირებს ნავთობს სხვა ვალუტაში მყიდველებისთვის.
OPEC მოელის, რომ გლობალური ეკონომიკა გაიზრდება და საწვავზე მოთხოვნა მოიმატებს მაღალი ინფლაციის და საპროცენტო განაკვეთების მიუხედავად.