ამჯერად ნავთობის ფასის ვარდნის მიზეზი აშშ-ის მთავრობის ვალის გადაუჭრელი საკითხია. აშშ-ის სახელმწიფო ვალის „ჭერის“ გაზრდაზე შეთანხმება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ჯო ბაიდენი და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერი კევინ მაკარტი დღეს, 22 მაისს კვლავ შეხვდებიან ამ საკითხზე მოსალაპარაკებლად.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მოლაპარაკებების განახლების მიუხედავად, რჩება რისკი, რომ ის ბოლო წუთს შეჩერდეს.
ამასობაში კი, ივლისის Brent-ის ფიუჩერსები ლონდონის ბირჟაზე $0,61-ით (0,81%), ბარელზე $74,97-მდე დაეცა.
WTI-ის ივნისის ფიუჩერსები ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე $0,61-ით(0,85%), $70,94-მდე გაიაფდა.
აშშ-ის ვალის საკითხი გადამწყვეტი იქნება ნავთობის ფასის ჩამოსაყალიბებლად. თუმცა, ღირებულებაზე მოქმედებს ჩინეთის მოთხოვნის ცვლილება, ასევე, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების კავშირის (OPEC) მიერ ნავთობის მოპოვების შემცირება და G7-ის ქვეყნების მიერ რუსეთიდან დაგეგმილი ნავთობისა და საწვავის ექსპორტის შეზღუდვა.
IEA-მ (საერთაშორისო სააგენტო) თავის ახალ ანგარიშში დაწერა, რომ მიმდინარე წლის მეორე ნახევარში მოსალოდნელია, ნავთობის დეფიციტი შეიქმნას. ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ დღიური მოთხოვნა თითქმის 2 მილიონი ბარელით გადააჭარბებს მიწოდებას.