ნავთობის ფასი დღევანდელი ვაჭრობის დროსაც დაეცა. ფასის ვარდნა გლობალურ საბანკო ბაზარზე შექმნილ პრობლემებს უკავშირდება. მსხვილი საბანკო ინსტიტუტების – Silicon Valley bank-ისა და Credit Suisse-ის გაკოტრებამ რეცესიის საფრთხე შექმნა, რაც საწვავზე მოთხოვნის შემცირებას გამოიწვევს.
სიტუაციას ვერც UBS-ის მიერ Credit Suisse-ის შესყიდვამ უშველა.
Brent-ის ტიპის ნავთობის მაისის ფიუჩერსები 0,9%-ით შემცირდა და ბარელზე $72,29 შეადგინა.
პროგნოზები Brent-ის ნავთობის შესახებ შეამცირა Goldman Sachs-მა. საინვესტიციო ბანკი ახლა ელოდება, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში Brent-ის საშუალო ფასი ბარელზე $94 იქნება, ხოლო 2024 წლის მეორე ნახევარში დაახლოებით $97 ეღირება.