ნავთობის ფასები აგრძელებს ვარდნას, რადგან აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ ქვეყანაში ნავთობის მარაგები აგვისტოს შემდეგ მაქსიმალურ დონემდე გაიზარდა.
Brent-ის იანვრის ფიუჩერსები ლონდონის ბირჟაზე $80,54-მდე დაეცა ბარელზე. ერთი დღით ადრე Brent-ის ფასი ბარელზე 81,18 დოლარამდე შემცირდა.
WTI-ის დეკემბრის ფიუჩერსები ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე ბარელის ფასი $76,03-მდე დაეცა. წინა სავაჭრო სესიაზე ბარელი $76,66 ღირდა.
„ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს ანგარიშის მიხედვით, 10 ნოემბრის კვირაში აშშ-ში ნავთობის კომერციული მარაგი 3,6 მილიონი ბარელით გაიზარდა. ერთი კვირით ადრე კი მარაგებმა 13,87 მილიონი ბარელით მოიმატა“, – ნათქვამია ენერგეტიკის დეპარტამენტის ანგარიშში.