ნავთობის ფასები ეცემა, რადგან ტრეიდერები OPEC-ისა და ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) პროგნოზებს ელიან. ასევე, ფასზე მოქმედებს სხვა ფაქტორებიც:
- ბაზარს აშშ-ის ფედერალური რეზერვის (Fed) მხრიდან მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გაგრძელების მოლოდინი აქვს;
- საუდის არაბეთი და რუსეთი ნავთობის ნებაყოფლობით შემცირებას წლის ბოლომდე აგრძელებენ;
- აშშ-ის და ჩინეთის ეკონომიკური მონაცემები ნავთობის მოთხოვნის შემცირებაზე მიუთითებს.
ამ ფაქტორების გავლენით, ლონდონის ბირჟაზე Brent-ის იანვრის ფიუჩერსების ღირებულება ბარელზე $80,61-ია, რაც წინა სავაჭრო სესიის მაჩვენებელზე $0,82-ით (1,01%) ნაკლებია.
WTI-ის დეკემბრის ფიუჩერსი ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე (NYMEX) დაეცა $0,79-ით (1,02%) და $76,38 გახდა ბარელზე.
OPEC ნავთობის ბაზრის შესახებ თავის ყოველთვიურ ანგარიშს დღეს,13 ნოემბერს, ხოლო IEA 14 ნოემბერს გამოაქვეყნებს.
ბოლო სამი კვირის განმავლობაში, Brent-მა თავისი ღირებულების 12% დაკარგა ჩინეთიდან, შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან მოთხოვნის კლების სიგნალების ფონზე.
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომს ბაზარზე ნაკლები გავლენა ჰქონდა, რადგან რეგიონიდან ნავთობის მიწოდებაში შეფერხებები არ ყოფილა, რისი შიშიც ბაზარს ჰქონდა.