აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტმა მკვეთრად შეამცირა Brent-ის ტიპის ნავთობის ფასის პროგნოზი.
დეპარტამენტი აცხადებს, რომ 2023 წლისთვის ბარელის ფასი $78,65 იქნება ადრე ნავარაუდევი $85,01-ის ნაცვლად. უწყება დაეყრდნო ინფორმაციის ენერგეტიკული ადმინისტრაციის (EIA) ყოველთვიური პროგნოზს.
პროგნოზის მიხედვით, მნიშვნელოვნად არის შემცირებული Brent-ის ღირებულება 2024 წლისთვის, $81,21-დან $74,47-მდე.
სააგენტო აღნიშნავს, რომ ნავთობის ფასი ეცემა გლობალური ეკონომიკის გაუარესების, საბანკო სექტორში კრიზისის ალბათობისა და ასევე მიმდინარე ინფლაციის გამო. Brent-ის საშუალო ფასი, EIA-ს მონაცემების მიხედვით, აპრილში $85 იყო. 4 მაისს სააგენტომ მისი ფასი $73-მდე შეამცირა.
ამავდროულად, აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტი ვარაუდობს, რომ უახლოეს მომავალში ფასზე იმოქმედებს მოთხოვნის სეზონური ზრდა, ასევე OPEC-ის წევრი ქვეყნების მიერ დაგეგმილი ნავთობის მოპოვების შემცირება.
გარდა ამისა, EIA მოელის, რომ ნავთობის ფასებზე გავლენას მოახდენს ნავთობის მოხმარების ზრდა ჩინეთსა და ინდოეთში. სამინისტროს ცნობით, Brent $75-80-მდე აიწევს და ეს ფასი 2023 წლის მესამე კვარტლიდან 2024 წლის პირველ კვარტლამდე პერიოდში შენარჩუნდება.