ნავთობის ტექნოლოგიების და აღჭურვილობის მსოფლიოში უმსხვილესი მიმწოდებელი, SLB, აჩერებს პროდუქციისა და ტექნოლოგიების მიწოდებას რუსეთში. ამის შესახებ Reuters წერს.
SLB, რომელიც კარიბის ზღვის კუნძულ კურაკაოზეა რეგისტრირებული, თავის გადაწყვეტილებას რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების გაფართოებას უკავშირებს.
SLB ადრე ცნობილი იყო Schlumberger-ის სახელით და ის ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან მომწოდებლებს შორის, რომლებიც რუსეთის ნავთობის სექტორში ოპერირებას განაგრძობდნენ უკრაინაში შეჭრის შემდეგ.
ამის გამო, ის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ (NAPC) ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში შეიყვანა.
Schlumberger მუშაობდა რუსეთის ნავთობისა და გაზის წამყვან კომპანიებთან, როგორებიცაა გაზპრომი, ლუკოილი და როსნეფტი.
Schlumberger-ის შემოსავალმა 2022 წლის პირველ ნახევარში რუსულ ბაზარზე $1,21 მილიარდი შეადგინა, რაც კომპანიის მთლიანი შემოსავლის 6%-ია.
გარდა ამისა, SLB ეხმარებოდა რუსეთის ხელისუფლებას გამოძახებების გაცემაში მობილიზაციის დროს და დისტანციურად მუშაობა აუკრძალა მათ, ვინც გაწვევას არ ემორჩილებოდა.
ამ წლის დასაწყისში სიტუაცია შეიცვალა და კომპანიამ თავის თანამშრომლებს რუსეთში წვდომა შეუწყვიტა გარკვეული პროგრამული უზრუნველყოფისა და შეტყობინებების სისტემებზე. ახლა კი განაცხადა, რომ რუსეთში მოწყობილობების მიწოდებას აჩერებს.