ნავთობი გაძვირდა ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის და რეფინანსირების განაკვეთების შემცირების მოლოდინის გავლენით. ინვესტორები გლობალური ეკონომიკის ზრდას და საწვავზე მოთხოვნის მატებას ვარაუდობენ.
როგორ შეიცვალა ფასები
Brent-ის ფიუჩერსების ფასი 0,3%-ით გაიზარდა და $79,33 შეადგინა.
აშშ-ის WTI-ის ფასი კი ბარელზე $73,72 გახდა.
რამ იმოქმედა ფასზე
წითელ ზღვაში მიმდინარე თავდასხმები ნავთობის გაძვირების მთავარი მიზეზია. თუმცა, Maersk-ის განცხადებამ, რომ განაახლებს გადაზიდვებს წითელი ზღვის მარშრუტზე, გარკვეულწილად შეამცირა შეშფოთება.
ასევე ბაზარი აშშ-ის ფედერალური რეზერვისგან ელოდება საპროცენტო განაკვეთების შემცირებას.
წინა კვირაში გამოქვეყნებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ აშშ-ში ინფლაცია 2%-იან სამიზნე მაჩვენებელს დაუახლოვდა.
დაბალი საპროცენტო განაკვეთები კი შეამცირებს სამომხმარებლო სესხის ხარჯებს, რამაც შეიძლება გაზარდოს ეკონომიკური ზრდა და ნავთობზე მოთხოვნა.