რუბლის კურსი დაეცა აშშ დოლარის და იუანის მიმართ. მიზეზი ნავთობის გაიაფება და გლობალური ბაზრებზე მიმდინარე პროცესების ნეგატიური გავლენა გახდა.
დღევანდელი ვაჭრობის დაწყებისთანავე აშშ დოლარის კურსმა 88,93 რუბლი/$1 შეადგინა (+33 კაპიკი წინა ვაჭრობასთან შედარებით).
მოსკოვის ბირჟაზე ჩინური იუანის ღირებულება 3,7 კაპიკით გაიზარდა, 12,424 რუბლამდე.
ექსპერტების აზრით, რუბლზე ზეწოლას ახდენს ნავთობის ფასების ვარდნა და კაპიტალის ბაზრებზე მიმდინარე ნეგატიური პროცესები.
Brent-ის იანვრის ფიუჩერსების ფასმა ლონდონის ბირჟაზე, ბარელზე $79,95 შეადგინა, რაც წინა სესიის ფასზე 0,78%-ით დაბალია.
WTI ნავთობის იანვრის ფიუჩერსების ფასი ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე ბარელზე $74,88 გახდა, რაც წინა სესიის ღირებულებაზე 0,86%-ით დაბალია.
სავაჭრო ბირჟები OPEC+-ის მინისტრების შეხვედრას ელოდებიან, რომელიც 26 ნოემბრის ნაცვლად, 30 ნოემბერს ონლაინ რეჟიმში გაიმართება.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეხვედრაზე შეიძლება განიხილონ ნავთობის მოპოვებაზე შეზღუდვების გახანგრძლივება, რომელიც წლის ბოლოს იწურება. თუ OPEC+-ის წევრი ნავთობმომპოვებლები შეთანხმდებიან, ამას ნავთობის მოპოვების მკვეთრი შემცირება მოჰყვება.