სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 749.4 ათასიკაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4.6 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.5 პროცენტი ქალია, ხოლო 56.5 პროცენტი – კაცი. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 44.3 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 19.5 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 36.1 პროცენტი – მცირე ბიზნესზე.
დასაქმებულებიდან ყველაზე დიდი წილი საბითუმო და საცალო ვაჭრობის (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი) სექტორშია, მეორე და მესამე ადგილს დამამუშავებელი მრეწველობის და ჯანდაცვის სექტორები ინაწილებენ.
2024 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით დასაქმებულთა განაწილება სექტორების მიხედვით: (ტოპ-5 ეკონომიკური საქმიანობა)
- საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი – 212 297 ადამიანი
- დამამუშავებელი მრეწველობა – 90 369 ადამიანი
- ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები – 73 820 ადამიანი
- მშენებლობა – 60 564 ადამიანი
- ტრანსპორტი და დასაწყობება – 59 889 ადამიანი