2024 წლია იანვარ-მარტში საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 31.3%-ით შემცირდა, ექსპორტი კი 7.8%-ით გაიზარდა.
შემცირების მიუხედავად, ავტომობილები საინპორტო საქონლის ჩამონათვალში პირველ ადგილს იკავებს, 14,4%-იანი წილით.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მარტში ქვეყანაში იმპორტირებულია $486.575 მლნ-ს ღირებულების (32 204 ერთეული) მსუბუქი ავტომობილი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტის მოცულობა $707.485 მლნ-ს შეადგენდა (47 095 ერთეული).
რაც შეეხება ექსპორტს, ამ მაჩვენებელმა სამ თვეში $443.815 მლნ-(20 640 ერთეული) შეადგინა, რაც მთელი ექსპორტის 33.5%-ს შეადგენს(2023 წლის იანვარ-მარტში ქვეყანამ უცხოეთში $411.771 მლნ-ს (22 391 ერთეული) მანქანა გავიდა).
14.4%-იანი წილით მსუბუქი ავტომობილები შევიდა უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფში, რომლის იმპორტმა $486.6 მლნ შეადგინა.
top-5 ქვეყანა, სადაც 2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან ავტომობილები გავიდა:
- ყირგიზეთი – $221.969 მლნ (5 803 ერთეული)
- ყაზახეთი – $129.394 მლნ (9 714 ერთეული)
- აზერბაიჯანი – $48.457 მლნ (2 601 ერთეული)
- სომხეთი – $22.082 მლნ (1 393 ერთეული)
- ბელგია – $5.534 მლნ (104 ერთეული)
top-5 ქვეყანა, საიდანაც 2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოში ავტომობილები შემოვიდა:
- აშშ – $270.680 მლნ (22 350 ერთეული)
- გერმანია – $83.504 მლნ (1 922 ერთეული)
- იაპონია – $54.666 მლნ (4 216 ერთეული)
- კორეის რესპუბლიკა – $11.738 მლნ (765 ერთეული)
- გაერთიანებული სამეფო – $9.738 მლნ (94 ერთეული)