2024 წლის იანვარში საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 48,1%-ით შემცირდა.
საქსტატის მონაცემებით, წელს იანვარში ქვეყანაში შემოვიდა $101,443 მლნ. ღირებულების მსუბუქი (6 849 ერთეული) ავტომობილი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი იმპორტის მოცულობა $195,496 მლნ-ს შეადგენდა (12 939 ერთეული).
იმპორტის შემცირება დიდი ალბათობით იმ რეგულაციებს უკავშირდება, რომლის მიხედვითაც 2024 წლიდან ქვეყანაში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი აიკრძალა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ის იმპორტიორები, რომელთაც 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილები 1-ელ დეკემბრამდე ჰქონდათ ჩატვირთული კონტეინერზე და იანვრამდე ვერ ასწრებდნენ ქვეყანაში შემოყვანას, ამ ავტომობილების რეგისტრაციას ჩვეულებრივ შეძლებდნენ.
იმპორტის შემცირების ფონზე, მცირედით, მაგრამ გაიზარდა ექსპორტი. კერძოდ, წელს იანვარში რეექსპორტზე $112,047 მლნ-ის ღირებულების მსუბუქი ავტომობილი გავიდა (5 477 ერთეული), 2023 წლის იანვარში კი ექსპორტის მოცულობა $104,279 მლნ-ს (6 076 ერთეული) შეადგენდა.