მსოფლიო ოქროს საბჭოს (WGC) წინასწარი მონაცემებით, იანვარში მსოფლიოს წამყვანმა ცენტრალურმა ბანკებმა, ოქროსა და სავალუტო რეზერვების შესავსებად, 39 ტონა ოქრო შეიძინეს.
ეს რაოდენობა 2-ჯერ აღემატება 2023 წლის დეკემბრის შესყიდვებს(16,9 ტონა). ცენტრალური ბანკების მიერ ძვირფასი ლითონის შესყიდვები ზედიზედ მერვე თვეა იზრდება.
იანვარში ოქროს ყველაზე დიდი მყიდველი კვლავ თურქეთი იყო, რომელმაც 11,8 ტონა ოქრო სეიძინა. მეორე ჩინეთია 10 ტონით.
ოქრო რეზერვების შესავსებად ასევე შეიძინეს ინდოეთმა (8,7 ტონა), ყაზახეთმა (6,2 ტონა), იორდანია (3,1 ტონა), ჩეხეთი (1,7 ტონა) და სხვა.
WGC-ის მონაცემებით, მხოლოდ რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა გაყიდა მნიშვნელოვანი ოდენობის ოქრო საკუთარი რეზერვებიდან, სულ – 3,1 ტონა.