მსოფლიო ბანკის (WB) მმართველთა საბჭომ პრეზიდენტად აირჩია Mastercard-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი აჯაი ბანგა, რომელიც ორგანიზაციას ხუთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
63 წლის ინდოელი ბიზნესმენი ამ პოსტზე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წარადგინა. ის ერთადერთი კანდიდატი იყო. ახალი პრეზიდენტი მუშაობას 2 ივნისს შეუდგება.
ბანგას კანდიდატურას საბჭოს 24 წევრმა მისცა ხმა, რუსეთმა თავი შეიკავა.
აჯაი ბანგა ინდოეთში დაიბადა. ის 2007 წლიდან აშშ-ის მოქალაქეა. ის იყო General Atlantic-ის ვიცე-პრეზიდენტი, ხელმძღვანელობდა აშშ-ინდოეთის ბიზნეს საბჭოს, რომელიც 300-ზე მეტ უმსხვილეს საერთაშორისო კომპანიას აერთიანებს.