მსოფლიო ბანკის (WB) ახალი პროგნოზით, წელს რუსეთის ეკონომიკა 0,2%-ით შემცირდება. იანვარში მსოფლიო ბანკი რუსეთის მშპ-ის 3.3%-ით შემცირებას ვარაუდობდა.
„სანქციები გამოიწვევს რუსეთში ნავთობის მოპოვების შემცირებას, რაც გაზრდის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს”, – ნათქვამია მსოფლიო ბანკის ანგარიშში, რომელიც ხუთშაბათს გამოქვეყნდა.
„რუსეთის ეკონომიკის საშუალოვადიანი ზრდის პერსპექტივა შენელებულია, რადგან ხემისაწვდომობა შეზღუდულია რესურსებსა და ტექნოლოგიებზე, რამაც პროდუქტიულობა უნდა გაზარდოს”, – ნათქვამია მოხსენებაში.
რაც შეეხება 2024 წელს, მსოფლიო ბანკმა რუსეთის მშპ-ის ზრდის პროგნოზი 1,6%-დან 1,2%-მდე შეამცირა.
2025 წელს მსოფლიო ბანკი რუსეთის ეკონომიკის 0,8%-ით ზრდას ვარაუდობს.