მსოფლიოში კარტოფილის წარმოება იზრდება. გაეროს მონაცემებით, ამ დროისთვის დაახლოებით, 355-357 მილიონი ტონა კარტოფილი იწარმოება. ორგანიზაციის პროგნოზით, მომავალ წელს ეს მაჩვენებელი შესაძლოა, 500 მილიონ ტონამდე გაიზარდოს და უკვე 2030 წლისთვის კი 750 მილიონ ტონამდე.
ამ დროს კი საქართველოში ბოსტნეულის აღნიშნული სახეობის წარმოება მცირდება. საქსტატის მონაცემებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში კარტოფილის წარმოებამ თითქმის 15%-ით დაიკლო. უფრო კონკრეტულად, 2022 წელს საქართველოში იწარმოა 234.7 ათასი ტონა კარტოფილი, 2021 წელს – 198.9 ათასი ტონა და 2023 წელს 199.7 ათასი ტონა.
დღეს მსოფლიოში წარმოებული კარტოფილის თითქმის ნახევარი მსოფლიოში ძირითად პროდუქტად გამოიყენება. 2020 წლის მონაცემებით, ლიდერი კარტოფილის წარმოებაში იყო ჩინეთი, მეორე ადგილზეა ინდოეთი, შემდეგ რუსეთი და უკრაინა.
კარტოფილს 5 000-ზე მეტი ჯიში აქვს, მათგან ბევრი მხოლოდ სამშობლოში – ლათინურ ამერიკაში ხარობს. მას მსოფლიო მოსახლეობის ორი-მესამედი აქტიურად მოიხმარს – ამ კულტურის ფართოდ გაშენება ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას, როგორიცაა ნულოვანი შიმშილი, სოფლის მეურნეობის განვითარება და ეკონომიკური გაძლიერება.