2023 წლის 7 თვეში საქართველოდან $18.2 მილიონის ღირებულების მოცვის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 118%-იანი ზრდაა.
აღსანიშნავია, რომ მოცვი ექსპორტის ზრდის მაჩვენებლით ყველა დასახელების აგროპროდუქციას უსწრებს. განახლებული სტატისტიკური ინფორმაცია გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამოაქვეყნა.
რაოდენობრივად მოცვის ექსპორტმა 2023 წელს 3 მილიონი კგ შეადგინა, ხოლო ექსპორტის საშუალო ფასი კგ-ზე $6.1 იყო.
საქართველოში მოყვანილი ლურჯი მოცვისთვის რუსეთი მთავარი საექსპორტო ბაზარია 90%-ზე მეტი წილით.
2023 წელს საქართველოში სულ 4 მილიონი კგ მოცვის მოსავალი მოვიდა.
მოცვის წარმოება საქართველოში 2019-23 წლებში 8.5-ჯერ გაიზარდა.
2023 წლისთვის მოცვი უკვე 2 000 ჰექტარზეა გაშენებული. საქართველოში მოცვის მოსავლიანობა ჰექტარზე 14.5 ტონაა.
Galt&Taggart-ის მკვლევრების გათვლებით, ამჟამინდელი გაშენებული ფართობის გათვალისწინებით, სხვა ბაღების დამატების გარეშეც კი, 2027 წლისთვის საქართველოს მოცვის წარმოება დაახლოებით 25 მილიონ კგ-ს მიაღწევს.