მოსკოვის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა კიდევ შეჩერებულია
საფონდო ბირჟა ვერ ამბობენ, როდის განახლდება ვაჭრობა. ასევე არ ამბობენ შეჩერების მიზეზს.
სამშაბათს, 13 თებერვალს საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა თითქმის ორი საათით შეჩერდა. სავაჭრო პლატფორმამ მიზეზად ძირითადი სერვერის შეცდომა დაასახელა.
ბირჟის პროცედურების მიხედვით, სერვერზე ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში ის გადაერთვება სარეზერვო სერვერზე, რასაც ერთ საათზე მეტი დრო სჭირდება.