შვეიცარიის ეროვნულმა ბანკმა (SNB) ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, 1,75%-მდე გაზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2002 წლის აპრილის შემდეგ.
ეს პროცენტის ზედიზედ მეხუთე ზრდაა, რაც ინფლაციის შეკავებას ისახავს მიზნად.
„არ არის გამორიცხული, რომ საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად საჭირო გახდეს განაკვეთის შემდგომი ზრდა“, – წერია შვეიცარიის ცენტრალური ბანკის განცხადებაში.
შვეიცარიის ცენტრალურმა ბანკმა ქვეყანაში 2023 წლის ინფლაციის პროგნოზი 2.6%-დან 2.2%-მდე შეამცირა, მაგრამ 2024 და 2025 წლის პროგნოზები შესაბამისად, 2%-დან 2.2%-მდე და 2%-დან 2.1%-მდე გაზარდა. ქვეყნის მშპ წელს 1%-ით გაიზრდება.
რეფინანსირების განაკვეთი ნორვეგიის ცენტრალურმა ბანკმაც (Norges Bank) გაზარდა, ერთბაშად 50 პროცენტული პუნქტით, 3.75%-მდე, რაც ყველაზე მაღალია 2008 წლის შემდეგ. ამავე დროს განაცხადა, რომ სავარაუდოდ, აგვისტოში განაკვეთს კვლავ გაზრდის.